მძღოლ-დისტრიბუტორი — მაისი

მაისი — ლოგო
მაისი

მძღოლ-დისტრიბუტორი

₾1700 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

იმპორტიორი კომპანია შპს „ჰილს8“ ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე. თანამშრომელი უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მომხმარებლებისთვის.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ქართველიშვილის №6
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00
  • ანაზღაურება: 1 700 ლარი
  • სამივლინებო თანხა: დამატებით 30 ლარი ქალაქგარეთ გასვლისას
  • ავტომობილი: კომპანიის ავტომობილი

კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას როგორც დილით — უახლოესი მეტროსადგურიდან ან გაჩერებიდან საწყობამდე, ისე საღამოს — საწყობიდან უახლოეს მეტროსადგურამდე ან გაჩერებამდე.

ძირითადი მოვალეობები

  • პროდუქციის მიწოდება მომხმარებლებთან შეთანხმებული მარშრუტისა და გრაფიკის მიხედვით;
  • მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობის შემოწმება;
  • კომპანიის ავტომობილის სისუფთავის დაცვა და ტექნიკური გაუმართაობის დროული შეტყობინება;
  • მომხმარებლებთან თავაზიანი ურთიერთობა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა და ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • პროდუქციის მიმართ ყურადღება და ფრთხილი მოპყრობა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.