მძღოლი-დისტრიბუტორი — შპს საკონდიტრო ჰაბი

samushao.ge
შპს საკონდიტრო ჰაბი — ლოგო
შპს საკონდიტრო ჰაბი

მძღოლი-დისტრიბუტორი

₾1800 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის (პურ-ფუნთუშეული, ორცხობილები, საკონდიტრო ნაწარმი) დადგენილი მარშრუტით ტრანსპორტირება და საფირმო ქსელის ობიექტებისთვის დროული მიწოდება.
  • პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება დატვირთვა-ჩამოტვირთვისას.
  • ობიექტებზე პროდუქციის უსაფრთხოდ ჩაბარება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება/ხელმოწერა.
  • სადისტრიბუციო ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე, სისუფთავესა და უსაფრთხოებაზე მუდმივი ზრუნვა.
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და კომპანიის შიდა უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა.

მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა (შესაბამისი კატეგორია).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძონა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

უპირატესობები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძონა — მატერიალური ფასეულობებისა და პროდუქციის უსაფრთხოდ მიტანისთვის.
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა — ობიექტების წარმომადგენლებთან და მომხმარებლებთან ყოველდღიური ურთიერთობისთვის.
  • დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი — მარშრუტის ოპტიმიზაციისა და განრიგის მკაცრი დაცვისთვის.
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი — ქალაქის საცობებსა და გაუთვალისწინებელ ვითარებაში მუშაობისას.
  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ — მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციისა და თანხების სწორად წარმოებისთვის.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ