მასწავლებელი / რეპეტიტორი
"Evectus" არის ინოვაციური ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სწავლის პროცესის გამარტივებას. ჩვენ ვქმნით ერთიან, ტექნოლოგიურად გამართულ სივრცეს, სადაც მოსწავლეებსა და მშობლებს მარტივად შეუძლიათ იპოვნონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე, რეპეტიტორები, ხოლო პედაგოგებს ეძლევათ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი კარიერა, ააშენო პროფესიული რეპუტაცია და მიიღონ მოსწავლეების მუდმივი ნაკადი.
ვაკანსიის დასახელება: მასწავლებელი / რეპეტიტორი
კომპანია: Evectus
ლოკაცია: დისტანციური (Online)
დასაქმების ტიპი: თავისუფალი გრაფიკი / ნაწილობრივი დატვირთვა
Evectus-ი აცხადებს მიღებას მოტივირებული რეპეტიტორებისა და პედაგოგებისთვის შემდეგ მიმართულებებში:
სასკოლო საგნები და ეროვნული გამოცდები:
- მათემატიკა
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ისტორია
- გეოგრაფია
- სამოქალაქო განათლება
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- დაწყებითი კლასების კომპლექსური მომზადება
უცხო ენები (სასკოლო პროგრამა, სასაუბრო და გამოცდებისთვის მზადება):
- გერმანული ენა
- ფრანგული ენა
- ესპანური ენა
- იტალიური ენა
- რუსული ენა
- ჩინური ენა
ძირითადი მოვალეობები:
- ონლაინ გაკვეთილების მაღალ დონეზე ჩატარება (ინდივიდუალურად);
- სასწავლო პროგრამისა და მეთოდოლოგიის ადაპტირება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
- მოსწავლის აკადემიური პროგრესის სისტემატური შეფასება და უკუკავშირი მშობელთან/მოსწავლესთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის საგანში/ენაში უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- რეპეტიტორად, სკოლაში ან ენების ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
- ონლაინ სწავლების ინსტრუმენტების (Zoom, Google Meet და ა.შ.) გამართულად ფლობა;
- პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოსწავლეებთან/ მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
რას გთავაზობთ Evectus?
- სრული თავისუფლება და მოქნილობა: აწყობთ თქვენს განრიგს თავად და მუშაობთ ნებისმიერი ადგილიდან;
- მოსწავლეთა სტაბილური ნაკადი: პლატფორმა უზრუნველყოფს თქვენს დაკავშირებას დაინტერესებულ მოსწავლეებთან;
- დატვირთვის რეგულირება: ირჩევთ მოსწავლეთა იმ რაოდენობას, რაც თქვენთვის ოპტიმალურია;
- პროფესიული პროფილი: Evectus-ის პლატფორმაზე საკუთარი სარეკომენდაციო ბაზის, შეფასებებისა და რეპუტაციის მშენებლობა.
განაცხადის მიღების წესი:
ვებ-გვერდი: evectus.ge