მარკეტინგული პროექტების კოორდინატორი — Peugeot Georgia

Peugeot Georgia — ლოგო
Peugeot Georgia

მარკეტინგული პროექტების კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პეჟო საქართველო აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

პეჟო საქართველო — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს. შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი.

სამუშაო გრაფიკი: სრული. ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;

ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი.

პოზიციის მიზანი და სამუშაო მოვალეობები:

  • ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად;
  • ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
  • სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
  • საავტომობილო სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა, ვიზუალური რეფერენსების ძიება და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
  • მედია პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეგმილი მარკეტინგული პროექტების ფარგლებში;
  • ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა;
  • ფოტო-ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ვიზუალური მასალების მუდმივი განახლება როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ფიზიკური გარე სარეკლამო არხებისთვის;
  • ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე მოდელების შესახებ ინფორმაციის და ფოტო-ვიდეო მასალების განახლება;
  • ბრენდირებული პროდუქციის დამზადების პროცესის მართვა და სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებით სამომავლო გეგმების შემუშავება.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგული და საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება;
  • სოციალური მედიის ანალიტიკის და კამპანიების შედეგების შეფასების უნარი;
  • კონტენტის დაგეგმვის და შექმნის გამოცდილება სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!