მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი- ბათუმი
სამშენებლო კომპანია "Homeside Batumi" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ კრეატიულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც იზრუნებს კომპანიის ბრენდის განვითარებასა და ციფრულ მარკეტინგზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ტიპი: ჰიბრიდული - (როგორც ოფისიდან, ასევე დისტანციურად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn) მართვა;
- ყოველთვიური კონტენტ-გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- სამშენებლო პროექტების, მიმდინარე სამუშაოების, დასრულებული ობიექტებისა და კომპანიის სიახლეების შესახებ კონტენტის შექმნისა და განთავსების ორგანიზება;
- Meta (Facebook/Instagram) და Google-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
- ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
- ფოტოგრაფებთან, ვიდეოოპერატორებთან, დიზაინერებთან და სარეკლამო სააგენტოებთან კოორდინაცია;
- მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
- ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის პრაქტიკული ცოდნა;
- სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
- Canva-ს, Adobe Photoshop-ის ან სხვა გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Google Analytics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიული და ინოვაციური აზროვნება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ინიციატივიანობა და მაღალი მოტივაცია;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
2026 წლის 26 ივლისამდე
*დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.*