მარკეტინგისა და სოციალური მედიის კოორდინატორი- ქუთაისი
შემოუერთდი Masa Motors-ის გუნდს!
ვეძებთ მარკეტინგისა და სოციალური მედიის კოორდინატორს, რომელიც იქნება კრეატიული, მოტივირებული და მზად ახალი იდეების განსახორციელებლად.
რას გააკეთებ?
- სოციალური ქსელების მართვა
- კონტენტის დაგეგმვა და შექმნა
- კონკურენტების ანალიზი
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია (შეტყობინებები და ზარები)
- მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა
- გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური მასალების შექმნა
რას ველოდებით?
- Adobe Photoshop / Illustrator-ის ცოდნას
- Canva-სა და სხვა დიზაინის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას
- ინგლისური ენის ცოდნას
- კრეატიულობას, პასუხისმგებლობასა და განვითარების სურვილს
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ბუხაიძის N.2, 4600