მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი — BB ლიზინგი

BB ლიზინგი

მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

BB ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • მარკეტინგის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, მართვა, ანალიზი;
  • არსებული ვებ-გვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება, გუნდთან ერთად;
  • პერიოდულად ბაზარზე დაკვირვება, ტენდენციების შესწავლა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ფინანსურ სექტორში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისურის ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!