მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი — გრინ კლიმატი

გრინ კლიმატი

მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გრინ კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას: მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

"გრინკლიმატი" კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს და მის შემდგომ მონტაჟს საქართველოში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლების ზარებისა და შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება (დამკვეთებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი);
  • სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი;
  • სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) კონტენტის დაგეგმვა;
  • რეკლამების მართვა (Meta Ads);
  • კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი;
  • ანალიტიკის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით;
  • სასურველია გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა, პოსტის ბანერების დამოუკიდებლად აწყობის მიზნით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N13

დასაქმების ტიპი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით