მარკეტინგისა და კონტენტის მენეჯერი — კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი — ლოგო
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

მარკეტინგისა და კონტენტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები:

  • GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia.
  • GDM- კი შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული, პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში და მუშაობს ბ2ბ მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-და 18:00-მდე
  • სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14, (D ბლოკი, Stamba)
  • ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტ იდეებისა და საკომუნიკაციო მიმართულებების შემუშავება;
  • Facebook, Instagram და TikTok პლატფორმებისთვის ქოფისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექსტის მომზადება;
  • ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ახალი, კრეატიული ფორმატების ინიცირება;
  • დიზაინერებთან, სააგენტოებთან და შიდა გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის ერთიანობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართული წერითი და ვერბალური ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სოციალური მედიის პლატფორმების ეფექტურად მართვის გამოცდილება;
  • კრეატიული ხედვა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ