მარკეტინგისა და კონტენტის მენეჯერი — ამბრელა ჯგუფი

ამბრელა ჯგუფი — ლოგო
ამბრელა ჯგუფი

მარკეტინგისა და კონტენტის მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ამბრელა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და კონტენტის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი. დიდ დიღომი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე, 11:00 - 17:00

ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი შედეგების მიხედვით

რას ველოდებით კანდიდატისგან:

  • სოციალური ქსელებისთვის კონტენტის იდეების შექმნა და დაგეგმვა
  • Facebook, Instagram და TikTok პლატფორმებისთვის ტექსტებისა და კონტენტის მომზადება
  • ვიდეო და ფოტო კონტენტის შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა
  • კამერის წინ თავისუფლად გამოჩენა და ვიდეოებში მონაწილეობა
  • Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია
  • სწორი აუდიტორიის შერჩევა და მიზნობრივი სეგმენტების განსაზღვრა
  • რეკლამის შედეგების ანალიზი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება
  • ახალი მარკეტინგული იდეებისა და მიმართულებების შეთავაზება
  • კომპანიის პროექტებისა და სერვისების ეფექტური წარმოჩენა სოციალურ მედიაში
  • ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს ჰქონდეს:

  • კრეატიული აზროვნება
  • მარკეტინგული ხედვა
  • სოციალური ქსელებისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა
  • სწორი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის უნარი
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

მნიშვნელოვანია:

  • კანდიდატს არ მოუწევს კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
  • პოზიცია ორიენტირებულია კონტენტის შექმნაზე, რეკლამების მართვასა და შედეგების მიღებაზე

umbrella-group.ge

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ