მარკეტინგის სპეციალისტი/მარკეტერი — პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი — ლოგო
პროკრედიტ ბანკი

მარკეტინგის სპეციალისტი/მარკეტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

"პროკრედიტ ჯგუფმა" საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის (მარკეტერის) პოზიციაზე.

თუ გინდა, რომ შენი გამოცდილება გააზიარო საერთაშორისო ბრენდის მარკეტინგის გუნდში, მზად ხარ ჩაერთო მრავალფეროვან მარკეტინგულ აქტივობებში და პროექტებში, მონაწილეობა მიიღო ბრენდის სტრატეგიული პროექტების ფორმირებასა და აღსრულებაში, მიმდინარე და ახალი მარკეტინგული კამპანიების შექმნაში, მართვასა და შესრულების მონიტორინგში, მაშინ ჩვენ გელოდებით შენ.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კომპანიის ბრენდის, მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
  • მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვაში და დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
  • პარტნიურ კრეატიულ სააგენტოებთან ურთიერთობა, როგორც ციფრული სტრატეგიისა და კამპანიების, ასევე ბრენდის პოზიციონირებასთან დაკავშირებული აქტივობების მიმართულებით;
  • ბრენდის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგის მიმართულებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს კვლევა/ანალიზი;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კამპანიების შექმნა და ლიდების გენერაციის უზრუნველყოფა;
  • ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
  • ახალი პროექტების ინიციირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად;
  • სხვა მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებული მოვალეობები.

გამოცდილება:

  • +5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგული და ბრენდის პოზიცონირებასთან დაკავშირებული პროექტების მართვის გამოცდილება;
  • ბანკში და მარკეტინგული/კრეატიულ სააგენტოში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი 2026 წელი.