მარკეტინგის სპეციალისტი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს. დღეს, "პეპელა" 28 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და იმპლემენტაცია (მათ შორის ონლაინ მარკეტინგული აქტივობები);
- მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა, ქსელთან კომუნიკაცია;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
- არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
- მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი, ასევე სხვადასხვა კვლევის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და რეპორტინგი;
- შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/ სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება; ეფექტურობის შეფასება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;