მარკეტინგის სპეციალისტი
კომპანია Digitron აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
პროგრამა ბალანსი ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.
ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი
ფუნქცია/მოვალეობები:
- მარკეტინგული კამპანიების, ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა ხელმძღვანელთან ერთად
- ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია
- ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა
- სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან
მოთხოვნები:
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
- ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
- Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.09.2026
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.