მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (ჩარიცხვების ოფიცერი) პოზიციაზე საერთაშორისო სტუდენტების სერვისების ადმინისტრირების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამსახურის უფროსის დახმარება მიმდინარე საკითხების მართვასა და შესრულებაში;
- საერთაშორისო სტუდენტების ონლაინ აპლიკაციის სისტემის მართვა;
- მიღებული ონლაინ აპლიკაციების დამუშავება, აპლიკანტებისთვის უკუკავშირის მიწოდება და პოტენციურ სტუდენტებთან/აგენტებთან კომუნიკაცია;
- საერთაშორისო სტუდენტების ინტერვიუებისა და გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა;
- საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
- საერთაშორისო სტუდენტებისთვის სავიზო-საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და საჭიროებისამებრ შესაბამისი მხარდამჭერი დოკუმენტაციის მომზადება;
- სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლების მინიმალური დონე - ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (მინიმუმი);
- ინგლისურ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace);
- უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტებისა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების ცოდნა.
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №45
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ანაზღაურება: 1800 ლარი (gross)
- სამუშაოს დაწყების თარიღი: 2026 წლის 1 ოქტომბერი
- შენიშვნა: გამოსაცდელი ვადა 3 თვე