მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი — სუფთა სახლი

სუფთა სახლი — ლოგო
სუფთა სახლი

მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00)

ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიაში მიმდინარე ივენთების მიხედვით, აქციების მომზადება, ინფორმაციის მიწოდება ფილიალებისთვის და მათი სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • ახალი ფილიალების გახსნის ორგანიზება - შიდა ფასადების სრულყოფაში მოყვანა;
  • ფილიალებში შიდა ინტერიერის გადამოწმება;
  • მონიტორინგის შედეგად ქსელში არსებული მარკეტინგული პრობლემების აღმოფხვრა;
  • ფილიალის თანამშრომლების ფორმების მონიტორინგი/შეკვეთა/მიწოდება;
  • შიდა რადიოს მართვა;
  • პერიოდული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
  • აუცილებელია მინიმალური გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
  • Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული).

დამატებითი უნარები:

  • წერითი უნარი;
  • მიზანდასახული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ