მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.
დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგის დეპარტამენტის დოკუმენტბრუნვის წარმოება;
- POS და სარეკლამო ვიზუალების შესამუშავებლად დიზაინერთან კომუნიკაცია (მარკეტინგისა და კორპორაციული კომუნიკაციების განყოფილების თანამშრომლების მხარდაჭერით);
- სოციალურ ქსელებში განსათავსებელი პოსტებისთვის კონტენტის შექმნაში მხარდაჭერა;
- ქსელში წარმოდგენილი ექსკლუზიური ბრენდის ან მედიკამენტების წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
- სარეკლამო კომპანიებთან მჭიდრო საქმიანი კავშირი, ბიუჯეტირება, შესასრულებელი სამუშაოს განხორციელებაზე კოორდინირება;
- აფთიაქებში განხორციელებული სხვადასხვა სარეკლამო აქტივობების მხარდაჭერა;
- მარკეტინგული კვლევების განხორციელებაში ჩართულობა;
- ყოველთვიური რეპორტის წარმოება და ეფექტურობის შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
- სასურველია, სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ფლობა (სასურველია, რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა).
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ივლისი, 2026წ.
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!