მარკეტინგის მენეჯერი — სმოტორსი

სმოტორსი — ლოგო
სმოტორსი

მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერი (ავტონაწილების სფერო)

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან

ადგილმდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1

ავტონაწილების (საცალო, საბითუმო) კომპანია "სმოტორს" ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს გაყიდვების დეპარტამენტთან და დამოუკიდებლად შეძლებს მართოს კომპანიის მარკეტინგული აქტივობები.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად აქციების, ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა.
  • სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი.
  • სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული მართვა და კონტენტ-გეგმის შემუშავება.
  • ციფრული რეკლამის გამართვა და ოპტიმიზაცია (Meta Ads Manager, Google Ads).
  • კორპორატიული (B2B) და საცალო (B2C) გაყიდვების მხარდაჭერა შესაბამისი მარკეტინგული მასალებით.
  • ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით.
  • გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა (ვიზუალების დამოუკიდებლად ასაწყობად).
  • სარეკლამო კაბინეტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
  • ქართულ ენაზე გამართული და დამარწმუნებელი წერის უნარი.
  • ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო ცოდნა (ავტონაწილების ტექნიკური ტერმინოლოგიის გასაგებად).

პიროვნული თვისებები:

  • გაყიდვების ზრდასა და კონკრეტულ ბიზნეს-შედეგებზე ორიენტირებულობა.
  • გუნდური მუშაობისა და გაყიდვების დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მენეჯმენტი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
  • მოქნილ ბონუსურ სისტემას, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული გაყიდვების შედეგებზე.
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ