მარკეტინგის მენეჯერი
"კოლხი ჯგუფი", რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ვ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
- ბაზრის ანალიზი, ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტების კვლევა
- სამშენებლო სფეროს სპეციფიკაზე მორგებული სარეკლამო და საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტის ცნობადობისა და მოთხოვნის გაზრდის მიზნით
- Online და off-line არხების მართვა (ვებგვერდი, სოციალური მედია, ბეჭდური მასალები, ღონისძიებები და სხვა)
- ახალი პროდუქტების წარდგენის სტრატეგიის დაგეგმვა და კამპანიების მართვა
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მარკეტინგში (სასურველია სამშენებლო ან B2B სექტორში)
- ბაზრის ანალიზის, ბრენდინგის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება
- მაღალი ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური და ქართული ენების ფლობა მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)