მარკეტინგის მენეჯერი — არქი ჰოსფითალითი

არქი ჰოსფითალითი — ლოგო
არქი ჰოსფითალითი

მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"არქი ჰოსფითალითი" არის არქი ჰოლდინგის შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენ ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Archi Hospitality-ის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ბრენდის ცნობადობის ზრდასა და სტუმრების მოზიდვაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ.წითლანაძის N1
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:

  • დაგეგმავ, განახორციელებ და შეაფასებ მარკეტინგულ კამპანიებს კომპანიის მიზნებისა და ბიზნეს შედეგების შესაბამისად
  • იზრუნებ ბრენდის პოზიციონირებასა და ცნობადობის ზრდაზე ციფრულ და ტრადიციულ საკომუნიკაციო არხებში
  • მართავ სოციალურ მედია პლატფორმებს, შექმნი და განათავსებ მარკეტინგულ კონტენტს
  • განსაზღვრავ სამიზნე აუდიტორიებს და დაგეგმავ მათზე მორგებულ კამპანიებს;
  • უზრუნველყოფ მომხმარებელთა ეფექტიან კომუნიკაციასა და ჩართულობას სოციალურ ქსელებში
  • გააანალიზებ მარკეტინგული აქტივობებისა და სარეკლამო კამპანიების შედეგებს და მოამზადებ ანგარიშებს
  • მართავ მარკეტინგულ ბიუჯეტს და აკონტროლებ სარეკლამო ხარჯების ეფექტიანობას
  • მოიძიებ, განავითარებ და მართავ ახალ კოლაბორაციებსა და პარტნიორულ ურთიერთობებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდის მიზნით

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ფლობ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებსა და არხებს;
  • ხარ კრეატიული, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
  • შ შეგიძლია რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვა;
  • გიყვარს ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 17 ივლისი, 2026.

გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ