მარკეტინგის მენეჯერი
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ქარვასლა ერთ-ერთი დიდი მულტიპროფილური სავაჭრო და ბიზნეს ცენტრია თბილისში.
მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი ამოცანებია:
- სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლა"-ს მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და შესრულება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა;
- კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
- ყოველთვიური ღონისძიებების/აქტივობების ორგანიზება და მათი ეფექტიანობის შეფასება;
- სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა"-ს მოიჯარეებთან კომუნიკაცია და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფა;
- კომპანიის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
- სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
- სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება;
- სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
- კომპანიის სარეკლამო აქტივობების ანალიზი, ეფექტიანობის კვლევა;
- მომხმარებლის ქცევის ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლებში ლოიალურობის გაზრდა;
- საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების წარდგენა მენეჯმენტისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგში.
- პროფესიით საშუალო ან დიდ ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel, Power Point) ცოდნა სავალდებულოა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა.
რას გთავაზობთ:
- ქარვასლას პროფესიონალთა გუნდთან ერთად კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
- პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
- სამუშაო საათებს 10:00-18:00, 5 დღიან სამუშაო კვირას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და წლიური ბონუსის მიღების შესაძლებლობას ინდივიდუალური ეფექტიანობის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, 5 დღიანი სამუშაო კვირა