მარკეტინგის მენეჯერი
eMoney პირველი და უმსხვილესი ქართული ფინ-ტექ ჯგუფია, რომელშიც შედის ელექტრონული საფულე eMoney.ge და კრიპტობირჟა MyCoins.ge. კომპანია 15 წლის წინ დაარსდა და დღეს სერვისს უწევს 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს. კომპანიის სერვისების გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.
პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი, სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- ქართული, ინგლისური ენები (რუსული ჩაითვლება უპირატესობად);
- MS Office (PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა (გრაფიკული ხელსაწყოების, მაგ. Canva/Photoshop, საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- SMM ინსტრუმენტებისა და სარეკლამო კაბინეტების (Meta Business Suite და ა.შ.) სიღრმისეული ცოდნა;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (კოპირაითინგი);
- დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი (Multitasking);
- გუნდური მუშაობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად);
- MS Office (PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა (გრაფიკული ხელსაწყოების, მაგ. Canva/Photoshop, საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- SMM ინსტრუმენტებისა და სარეკლამო კაბინეტების (Meta Business Suite და ა.შ.) სიღრმისეული ცოდნა;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (ქოპირაითინგი);
- დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი (Multitasking);
- გუნდური მუშაობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- პროფესიულ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- პერიოდულად ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- Fitpass.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.