მარკეტინგის მენეჯერი
"Evercraft International" არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ბრენდებს საერთაშორისო ბაზრებისთვის. ჩვენი პორტფელის ზრდასთან ერთად, ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ბრენდებზე, ახალი ბრენდის შექმნისა და ბაზარზე გაშვების ეტაპიდან მათ ყოველდღიურ მართვამდე.
ეს არის პრაქტიკული და მრავალფეროვანი პოზიცია ადამიანისთვის, რომელსაც უკვე აქვს მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება, შეუძლია რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვა და აინტერესებს როგორც ბრენდების შემოქმედებითი, ისე საოპერაციო მხარე.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა ბრენდისა და ბაზრისთვის მარკეტინგული გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
- ბრენდების ბაზარზე გაშვების, კამპანიების, პრომოაქციების, აქტივაციებისა და სხვა მარკეტინგული ინიციატივების კოორდინაცია დაგეგმვიდან აღსრულებამდე
- ბრიფების მომზადება და დიზაინერებთან, სააგენტოებთან, ფოტოგრაფებთან, სტამბებთან, შეფუთვის მომწოდებლებსა და სხვა გარე პარტნიორებთან კოორდინაცია
- მარკეტინგული მასალების, POSM-ის, შეფუთვის, ეტიკეტებისა და ციფრული მასალების შექმნისა და წარმოების კოორდინაცია
- ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულებით მიმდინარე აქტივობებში მონაწილეობა, მათ შორის კამპანიების კოორდინაცია, კონტენტის დაგეგმვა და შედეგების მონიტორინგი
- გაყიდვების, კამპანიების, ციფრული არხებისა და სხვა ხელმისაწვდომი მონაცემების გაანალიზება იმის გასაგებად, თუ რა მუშაობს, სად არის შესაძლებლობა ან პრობლემა და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად
- ღონისძიებების, გამოფენების, დეგუსტაციებისა და ბრენდული აქტივაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
- შიდა გუნდებთან და გარე პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა თითოეული ბრენდი სხვადასხვა საკომუნიკაციო წერტილში თანმიმდევრულად იყოს წარმოდგენილი
- ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი შესაბამისი გამოცდილება მარკეტინგის, ბრენდის მენეჯმენტის, ექაუნთ/პროექტ მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით
- ძლიერი ორგანიზაციული და პროექტების მართვის უნარები
- ბრენდინგის, მარკეტინგისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა
- კრეატიულ სააგენტოებთან, დიზაინერებთან და მომწოდებლებთან მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პროექტების ბოლომდე მიყვანის უნარი
- ქართული და ინგლისური ენების კარგი წერითი და ზეპირი ცოდნა
- PowerPoint/Google Slides-ის, Excel/Google Sheets-ისა და ყოველდღიური მარკეტინგული ინსტრუმენტების კარგად ცოდნა
- FMCG, სასმელების, რითეილის, ან სამომხმარებლო ბრენდების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ
- შესაძლებლობას, იმუშაო მზარდი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბრენდების პორტფელზე
- ბრენდის შექმნის სრული პროცესის გამოცდილებას, განვითარების ეტაპიდან ბაზარზე გაშვებამდე
- მუშაობას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე
- უშუალო ჩართულობას კრეატიულ, სტრატეგიულ და კომერციულ მარკეტინგულ პროექტებში
- მეგობრულ, გუნდურ სამუშაო გარემოს