მარკეტინგის მენეჯერი
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.
ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
- Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
- Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
- Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
- Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
სფერო: საინჟინრო სისტემების ჰოლდინგი (MEP, HVAC, პროექტირება, ინსტალაცია, საინჟინრო მასალების იმპორტი)
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია და რეპორტინგი;
- ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და საკომუნიკაციო მესიჯების ფორმირება;
- კონკურენტული გარემოს ანალიზი და ბაზრის კვლევა;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციებით, კატალოგებითა და სარეკლამო მასალებით;
- ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და იმპლემენტაცია, პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, პარტნიორული აქტივობები და გამოფენები (სტენდის კონცეფცია, დიზაინი, მასალები, ფასთა მოკვლევა, ლოჯისტიკა), ღონისძიებების შედეგების შეფასება;
- სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის შექმნა (Facebook, Linkedin, Instagram, Tiktok და სხვა);
- თვიური/კვარტალური სოც.მედია კალენდრის შედგენა;
- პოსტების ტექსტების შინაარსის მოძიება ტექნიკური გუნდისგან და მომზადების კოორდინაცია;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და სედეგების ანალიზი სოც.მედია მენეჯერთან თანამშრომლობით;
- ვიზუალური კონცეფციებისა და ვიდეომასალის შექმნა (ბანერები, კატალოგები, ბროშურები, პრეზენტაციები, საიმიჯო და პროდუქტის ვიდეოები), გადაღებების ორგანიზება და ბრენდის ვიზუალური იდენტობის დაცვა;
- კომპანიის ვებ-გვერდისა და E-commerce მიმართულების მართვა, კონტენტის განახლება, პროდუქტის ატვირთვა, ფასების კონტროლი, კამპანიების დაგეგმვა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესება;
- საერთაშორისო ბრენდებთან (HVAC და საინჟინრო მასალების მწარმოებლები) კორდინაცია მარკეტინგულ აქტივობებზე;
- ბრენდული კომუნიკაციის მართვა: სეზონური და საიმიჯო კამპანიების დაგეგმვა, პრეს-რელიზები, მედია კომუნიკაცია და ბრენდის სტანდარტების დაცვა ქსელურ მაღაზიებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
- 1-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
- სოციალური მედიის მართვის პროცესის კოორდინაცია;
- სასურველია - ინგლისური;
- სასურველია E-commerce სფეროში გამოცდილება;
- ტექნიკური/საინჟინრო პროდუქტების მარკეტინგის გამოცდილება;
- Adobe, Canva ან სხვა დიზაინ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- Google Analytics და Meta Business Suite-ის საბაზისო ცოდნა.
პროფესიული უნარები:
- პროაქტიული და ინიციატივიანი;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე 10:00-19:00/09:00-18:00;
- გამოცდილება: 1-3 წელი;
- ლოკაცია: თბილისი; მ. მაჭავარიანის N65, შემდგომი შესაძლო ოფისის ცვლილებით;
- მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები.