მარკეტინგის მენეჯერი
"de Medici Consulting" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2 120 ₾-დან (Net) + მაღალი კვარტალური ბონუსები KPI-ის შედეგების მიხედვით
de Medici Consulting არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას ერთ სივრცეში. ჩვენი სერვისები მოიცავს ბუღალტერიას, ფინანსურ კონსალტინგს, HR-ს, მარკეტინგს, PR-ს, ბრენდინგსა და ბიზნეს კონსალტინგს.
de Medici Consulting ეძებს Performance Marketing Manager-ს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კლიენტების მოზიდვაზე, კომპანიის სერვისების ცნობადობის ზრდასა და ციფრული რეკლამის საშუალებით გაზომვადი ბიზნეს-შედეგების მიღწევაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ სარეკლამო კამპანიების გაშვება და მართვა, არამედ მომხმარებლის სრული გზის გააზრება: ბრენდთან პირველი შეხებიდან განაცხადიდან და საბოლოო გაყიდვის მიღებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- Performance Marketing სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია Meta Ads-ში (Facebook & Instagram) და Google Ads-ში;
- მიზნობრივი აუდიტორიის, ხარისხიანი ლიდებისა და პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
- სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ეფექტიანი მართვა;
- სარეკლამო Funnel-ის შექმნა და ოპტიმიზაცია: რეკლამა → ვებგვერდი/Landing Page → განაცხადი → კლიენტი;
- კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით: CPL, CPA, CPC, CTR, Conversion Rate, ROAS;
- ანალიტიკური ინსტრუმენტების გამართვა და კონტროლი: Google Analytics 4, Google Tag Manager, Meta Pixel და სხვა;
- აუდიტორიების, კრეატივების, შეთავაზებებისა და Landing Page-ების A/B ტესტირება;
- ვებგვერდზე მომხმარებლის ქცევის ანალიზი და კონვერსიის ზრდაზე მუშაობა;
- კლიენტების მოზიდვის ახალი არხებისა და სარეკლამო შესაძლებლობების მოძიება და ტესტირება;
- Content Creator-თან კოორდინაცია და სარეკლამო ვიდეოების, ბანერებისა და სხვა კრეატივებისთვის დავალებების მომზადება;
- სარეკლამო კამპანიებისა და ბიუჯეტის შედეგების რეგულარული ანალიზი და ანგარიშგება;
- მკაფიო ბიზნეს-ანალიტიკის მომზადება და მარკეტინგული აქტივობების რეალურ ბიზნეს-შედეგებთან დაკავშირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Performance Marketing-ში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
- Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Digital Analytics-ისა და სარეკლამო Funnel-ების მუშაობის პრინციპების კარგი ცოდნა;
- მონაცემებთან მუშაობისა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- Lead Generation-ისა და კლიენტის მოზიდვის ღირებულების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- სარეკლამო ბიუჯეტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
- ორიენტაცია რეალურ ბიზნეს-შედეგზე და არა მხოლოდ ნახვებზე, კლიკებსა და Reach-ზე;
- ინიციატივა და ახალი ჰიპოთეზების, აუდიტორიებისა და სარეკლამო არხების ტესტირების სურვილი.
პოზიციის მთავარი მიზანი:
- ახალი პოტენციური კლიენტების სისტემური მოზიდვა და კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტის გაზომვად ბიზნეს-შედეგად გარდაქმნა.
- ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია უპასუხოს არა მხოლოდ კითხვას "რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა?", არამედ, პირველ რიგში "რამდენი კლიენტი და რა ბიზნეს-შედეგი მოუტანა რეკლამამ კომპანიას?"
ჩვენ გთავაზობთ:
- 2 120 ₾ (Net) საწყის ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- მაღალ კვარტალურ ბონუსებს KPI-ის შედეგების მიხედვით;
- მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას სხვადასხვა ინდუსტრიაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- პროფესიულ თავისუფლებასა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას კომპანიის გაფართოებასთან ერთად.