მარკეტინგის მენეჯერი
"Umbrella Group" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განვითარება;
- ბრენდის განვითარება და მარკეტინგული კამპანიების მართვა;
- ობიექტებზე ვიზიტი და ფოტო/ვიდეო გადაღებების ორგანიზება;
- ახალი მარკეტინგული იდეებისა და განვითარების მიმართულებების ინიცირება;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
- პარტნიორებთან და გარე სააგენტოებთან თანამშრომლობა;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და ბიზნესის ზრდაზე მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება - 1200 ლარი + ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 4 დღე, 10:00-17:00;
- შაბათი და კვირა - დასვენების დღეები;
- ერთი სამუშაო დღე - თანამშრომლის არჩევით;
- სამუშაო ფორმატი - ოფისიდან (On-site);
- კომპანიის ავტომობილი ობიექტებზე გადაადგილებისთვის;
- მეგობრული გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, კრეატიულობა და ახალი იდეები.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სამშენებლო, საინჟინრო ან სარემონტო სფეროში.
მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. N1 (სამოქალაქო სასამართლოსთან).
აუცილებელია CV შეიცავდეს კანდიდატის ფოტოსურათს.