მარკეტინგის მენეჯერი — აგროჰაბი

აგროჰაბი — ლოგო
აგროჰაბი

მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
  • სარეკლამო სააგენტოებთან, სტამბებთან, პარტნიორებთან, დიზაინერებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • კონტენტის წარმოების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
  • კამპანიებისა და მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი, პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა, KPI-ების განსაზღვრა და ანგარიშგების მომზადება;
  • პრომო აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
  • სასპონსორო შეთავაზებების განხილვა, უკუკავშირის დაბრუნება;
  • ღონისძიებების დაგეგმვა და გარე პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა და ახალი მარკეტინგული ინიციატივების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • საშუალო და დიდი მასშტაბის მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • უცხო ენების ცოდნა;

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.