მარკეტინგის მენეჯერი
სამედიცინო კომპანია შპს "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამედიცინო კლინიკა ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლინიკის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, ბრენდის განვითარებასა და პაციენტების მოზიდვის ეფექტური კამპანიების დაგეგმვაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: განისაზღვრება შეთანხმებით;
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
- ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების უზრუნველყოფა;
- წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება;
- ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Facebook, Instagram, Google, LinkedIn და სხვა პლატფორმები);
- სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
- კლინიკის ვებგვერდის, ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული კომუნიკაციის მართვა;
- სარეკლამო მასალების, პრეზენტაციების, ბროშურებისა და სხვა მარკეტინგული კონტენტის შექმნის კოორდინაცია;
- პაციენტთა მოზიდვისა და შენარჩუნების პროგრამების შემუშავება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა და ანალიზი;
- ახალი სამედიცინო სერვისებისა და პროდუქტების ბაზარზე პოზიციონირების დაგეგმვა;
- პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სადაზღვევო კომპანიებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და სხვა ორგანიზაციებთან;
- ღონისძიებების, კონფერენციებისა და პრომოაქტივობების ორგანიზება;
- მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- გაყიდვებისა და პაციენტთა ნაკადის ზრდის მიზნით ინოვაციური მარკეტინგული ინსტრუმენტების დანერგვა;
- მარკეტინგის გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების, სოციალური მედიისა და ანალიტიკური პლატფორმების ცოდნა;
- პროექტების მართვისა და სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
- კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
- შედეგზე ორიენტირებულობა, კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუს სისტემას;
- თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება