მარკეტინგის მენეჯერი
ჩვენი ჰოლდინგი ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება რამდენიმე ბრენდის მარკეტინგულ პროცესებში და უხელმძღვანელებს სხვადასხვა საკომუნიკაციო და სარეკლამო აქტივობას.
ეს პოზიცია იდეალურია ადამიანისთვის, რომელსაც ესმის სოციალური მედია, შეუძლია კონტენტის დაგეგმვა, ვიზუალური და ვიდეომასალების ორგანიზება, რეკლამებთან მუშაობა და ბრენდის იმიჯზე ზრუნვა.
ძირითადი მოვალეობები:
- რამდენიმე ბრენდისთვის კონტენტგეგმის შედგენა და მართვა
- სოციალური ქსელებისთვის გრაფიკული ვიზუალების შექმნა
- ვიდეოგადაღებების დაგეგმვა და ორგანიზება
- გადაღებებისთვის ტექსტების, სცენარებისა და მესიჯების მომზადება
- ვიდეომასალების მონტაჟი და ადაპტირება სხვადასხვა პლატფორმისთვის
- კონტენტის განთავსება სოციალურ ქსელებში
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაშვება Meta-ს პლატფორმებზე, TikTok-ზე, Google-სა და YouTube-ზე
- ინფლუენსერების, მსახიობებისა და სხვა საჭირო ადამიანების მოძიება გადაღებებისთვის
- ბრენდის ვიზუალურ და საკომუნიკაციო სტილზე ზრუნვა
- მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების ანალიზი და გაუმჯობესებაზე მუშაობა
- გუნდთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია
სასურველი უნარები და გამოცდილება:
- გამოცდილება მარკეტინგის, კონტენტის ან სოციალური მედიის მიმართულებით
- Meta Ads Manager-თან მუშაობის გამოცდილება
- TikTok-ის, Google Ads-ისა და YouTube-ის რეკლამების საბაზისო ან პრაქტიკული ცოდნა
- გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის უნარი
- ვიდეომონტაჟის ცოდნა
- კრეატიული აზროვნება და თანამედროვე ტრენდების შეგრძნება
- კარგი წერითი კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
- სამუშაო დრო: დღეში 8 საათი
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
- ხელფასი: 2000-3000 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
- სამუშაო მოიცავს რამდენიმე ბრენდზე მუშაობას
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
- მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
- კრეატიული იდეების განხორციელების სივრცეს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- დინამიკურ გუნდთან თანამშრომლობას