მარკეტინგის ლიდერი
"კოსმოს" შესახებ
"Cosmo" 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს. დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო და უნიკალური "ღია სახელოსნოს" კონცეფცია. "ღია სახელოსნო" - ეს არის შემოქმედების, ხელოვნების, ინოვაციისა და ადამიანებზე ზრუნვის გარშემო შექმნილი სივრცე. აქ შოურუმი და სახელოსნოს ცოცხალი რიტმი ერთიან ატმოსფეროს ქმნის - თვალს ადევნებ მთელ იმ გზას, რომელსაც მასალა საბოლოო სახის მიღებამდე გადის. ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ დიზაინს შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამიტომ ვეძებთ მარკეტინგის ლიდერს, რომელიც ამ მიზნის განხორციელებაში ჩვენთან ერთად იქნება და გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
ეს პოზიცია იქნება კომპანიის ერთ-ერთი საკვანძო ლიდერული როლი და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ბიზნესის განვითარების, ბრენდის ზრდისა და გაყიდვების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.
პოზიციის მიზანი
პოზიციის მთავარი მიზანია Cosmo-ს ბრენდის სტრატეგიული განვითარება, ბრენდის ღირებულების ზრდა, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება, მარკეტინგული გუნდის ეფექტიანი მართვა და ისეთი მარკეტინგული სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მდგრად ზრდას ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგის დეპარტამენტის განვითარება, გაძლიერება, საჭიროების შემთხვევაში გაფართოება და შიდა გუნდის (SMM, კონტენტ-კრეატორი, დიზაინერი და სხვა საჭირო როლები) მონდომებული და ნიჭიერი კადრებით აწყობა;
- კომპანიის დამფუძნებლებთან და მენეჯმენტთან ერთად ბიზნესისა და ბრენდის განვითარების სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიური მონაწილეობა.
- მარკეტინგის გუნდისა და გარე პარტნიორების საქმიანობის კოორდინაცია, მოტივირება, მართვა და მათთვის მკაფიო KPI - ების დაწესება;
- ბრენდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და მისი თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული აღსრულება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა, მართვა, რესურსების გადანაწილება და ROI-ს (ინვესტიციის უკუგების) ოპტიმიზაცია;
- მომხმარებელთან უნიკალური საკომუნიკაციო ენის (Tone of Voice) განვითარება და ბრენდის ისტორიის (Brand Storytelling) ეფექტური წარდგენა ყველა არხში;
- პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში ჩართულობა - იდეიდან და დაგეგმვიდან ვიზუალურ მერჩენდაიზინგსა და მომხმარებლის საბოლოო გამოცდილებამდე (Customer Experience);
- დიზაინის, პროდუქტისა და წარმოების გუნდებთან თანამშრომლობა ახალი კოლექციების ბრენდული განვითარების მიზნით;
- გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- ფილიალების კომერციული ეფექტიანობის მხარდაჭერა ლოკალური მარკეტინგული აქტივობებითა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებით
- ბრენდის ცნობადობისა და კომერციული ზრდის მიზნით სტრატეგიული პარტნიორობებისა და კოლაბორაციების ინიცირება და განხორციელება;
- ბრენდის ზრდის, ცნობადობისა და კომერციული შედეგების KPI - ების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.
- მარკეტინგული კამპანიებისა და ფილიალების შედეგების მუდმივი ანალიზი, KPI - ებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა; ყოველთვიური რეპორტინგი.
პიროვნული თვისებები:
- ძლიერი ლიდერული თვისებები და გუნდის მოტივირების/განვითარების უნარი;
- სტრატეგიული, ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- გამორჩეული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციისა და მოქნილად გადაწყობის უნარი;
- კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) გაცემისა და მიღების მზაობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
- 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან ბრენდის მართვის სფეროში, მათ შორის 2 წელი მენეჯერულ/ლიდერულ პოზიციაზე;
- გუნდის დამოუკიდებლად აწყობის, შერჩევისა და ეფექტური მართვის გამოცდილება;
- ბრენდინგის, ვიზუალური კომუნიკაციისა და კრეატიული მიმართულების მართვის გამოცდილება;
- მოდის, აქსესუარებისა და ლაიფსტაილ ინდუსტრიის ტენდენციების ღრმა ცოდნა;
- E-commerce და Omnichannel მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავებისა და მართვის გამოცდილება;
- საერთაშორისო ბაზრებზე ბრენდის განვითარების, ექსპორტისა და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
- სასურველია: B2B საჩუქრების მიმართულებით მუშაობის, ბრენდული ღონისძიებების/Pop-up სივრცეების ორგანიზებისა და Slow Fashion პრინციპების ცოდნის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოთ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდის განვითარებაზე;
- დამოუკიდებლად განავითაროთ ძლიერი მარკეტინგული გუნდი;
- მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში;
- რეალურად განახორციელოთ იდეები და არა მხოლოდ მართოთ ყოველდღიური პროცესები;
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)