მარკეტინგის ხელმძღვანელი, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი- თბილისი, გორი
Space Cargo აცხადებს ვაკანსიებს:
1. მარკეტინგის ხელმძღვანელი
ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებს, და ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც სრულად ჩაიბარებს კომპანიის მარკეტინგის მიმართულების დაგეგმვას, განვითარებასა და მართვას.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოგისტიკის სფეროში.
- მნიშვნელოვანია კანდიდატი იცნობდეს ინდუსტრიის სპეციფიკას, საერთაშორისო გადაზიდვების პროცესებს და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
- მარკეტინგის მიმართულების სრულად მართვა და განვითარება;
- ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების განვითარება;
- B2B და B2C მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და შედეგების ანალიზი;
- Digital Marketing-ისა და სოციალური მედიის მიმართულების მართვა — საწყის ეტაპზე საჭირო იქნება ამ მიმართულებებში უშუალო ჩართულობა, მათ შორის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვა და შექმნის პროცესში უშუალო ჩართულობა საწყის ეტაპზე;
- PR და საკომუნიკაციო მიმართულების განვითარება;
- მარკეტინგული ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
- მარკეტინგული KPI-ების განსაზღვრა და შედეგების ანალიზი;
- მარკეტინგის გუნდის ეტაპობრივად ჩამოყალიბება, განვითარება და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოგისტიკის სფეროში სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით (B2B, B2C, Digital);
- მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
- გუნდის მართვის ან ჩამოყალიბების გამოცდილება;
- Digital Marketing-ისა და სოციალური მედიის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
- ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის პროცესის მართვის გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- ორგანიზების და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- შესაძლებლობას, ნულიდან შექმნათ და განავითაროთ კომპანიის მარკეტინგის მიმართულება;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი | 10:00-18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი
2. ქ. გორის ფილიალში, სტალინის ქ. 48-ში, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი.
ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
- ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
- პერიოდულად საწყობის აღწერა;
- საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ არის.
- ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ ადამიანს.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებასთან ერთად მოქნილ საბონუსე სისტემას;
- სპეციალურ ტარიფებს კომპანიის სერვისებზე;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30
შესვენება: 1 საათი
შაბათი: 11:00-15:00