მარკეტინგის ხელმძღვანელი — Idea City

Idea City

მარკეტინგის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Idea City აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

ინდუსტრია: უძრავი ქონების დეველოპმენტი

ჩვენს შესახებ:

"Idea City"-ში ჩვენ ვქმნით უძრავი ქონების განვითარების ახალ სტანდარტს თბილისში, სადაც კრეატიული დიზაინი და ინოვაციური ხედვა ერთიანდება. ჩვენი პროექტები ასახავს თანამედროვე ურბანული ცხოვრების მომავალს, აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციონალურობასა და საზოგადოების ინტერესებს. კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეძებთ მოტივირებულ და შემოქმედებით ადამიანს, რომელიც მზად არის ლიდერული როლის შესასრულებლად და ჩვენი ბრენდის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად.

პოზიციის შესახებ

ვეძებთ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ადამიანს, რომელსაც აქვს კრეატიული აზროვნება, ინოვაციებისადმი სწრაფვა და ბრენდის განვითარებისადმი ნამდვილი ინტერესი. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს კარიერული ზრდა ლიდერულ პოზიციამდე და მზად არის მარკეტინგის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად.

თუ გაქვთ საინტერესო იდეები, ძლიერი სამუშაო ეთიკა და განვითარების სურვილი, მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით.

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების პროექტების პოპულარიზაციისთვის ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება, განსაკუთრებული აქცენტით კრეატიულობაზე, ბრენდინგსა და აუდიტორიის ჩართულობაზე.
  • idea city-ის ბრენდის განვითარება ეფექტური კამპანიებისა და ძლიერი სთორითელინგის საშუალებით.
  • გაყიდვებისა და დიზაინის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიის შესაქმნელად.
  • კონტენტის შექმნაში მონაწილეობა ციფრული მედიისთვის, ბეჭდური მასალებისა და ღონისძიებებისთვის, ბრენდის ერთიანი და ხარისხიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
  • ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა უკუკავშირისა და კონკურენტების აქტივობების ანალიზი მარკეტინგული სტრატეგიების მუდმივი გაუმჯობესებისთვის.
  • კრეატიული იდეების გენერირებისა და ბრენშტორმინგის პროცესების ხელშეწყობა.
  • მარკეტინგული კამპანიების განხორციელების ზედამხედველობა, ბიუჯეტისა და ბრენდის სტანდარტების დაცვით.
  • დეველოპმენტის, დიზაინისა და გაყიდვების გუნდებთან კოორდინაცია კამპანიების ეფექტიანი განხორციელებისთვის.
  • მარკეტინგისა და უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ახალი იდეების ინიციირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით.
  • მარკეტინგის, დიზაინისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართ ძლიერი ინტერესი.
  • მარკეტინგის, რეკლამის, კომუნიკაციების ან მონათესავე სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ასევე მივესალმებით ახალ, კრეატიულ და განსხვავებული ხედვის მქონე კანდიდატებს.
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები, სთორითელინგის კარგი შესაძლებლობით.
  • მაღალი კრეატიულობა და არასტანდარტული აზროვნების უნარი.
  • ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა.
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური თანამშრომლობის უნარი.
  • პროაქტიული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (ზეპირი და წერითი) სასურველია.
  • თბილისის უძრავი ქონების ბაზრისა და ადგილობრივი ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რატომ უნდა შემოგვიერთდეთ?

  • შესაძლებლობა, განსაზღვროთ სწრაფად მზარდი და ინოვაციური კომპანიის მარკეტინგული მიმართულება.
  • მხარდამჭერი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
  • კონკურენტული ანაზღაურება.
  • მონაწილეობა მასშტაბურ პროექტებში, რომლებიც ცვლიან თბილისის ურბანულ გარემოს.
  • კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობა და ლიდერულ პოზიციაზე ზრდის პერსპექტივა.

ჩვენი სოციალური ქსელები და ვებგვერდი:

  • Facebook - https://www.facebook.com/ideacitydevelopment
  • instagram - https://www.instagram.com/ideacity_development/
  • LinkedIn - https://www.linkedin.com/company/1dea-c1ty/posts/?feedView=all
  • East Project Website - http://eastproject.ge/?page=home_eng&

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ