მარკეტინგის ხელმძღვანელი
"Brix" არის სარემონტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ბინებისა და კომერციული ფართების ინტერიერის დიზაინს, კაპიტალურ რემონტს და ინდივიდუალური ავეჯის დამზადებას.
"Brix" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავთო ვარაზის 81 (ლისის ტერიტორიაზე) (ოფისიდან)
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
- ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად) + ბონუსი
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ მიმართულებას, უზრუნველყოფს ბრენდის გაძლიერებას, გაყიდვების ზრდას და უძრავი ქონების პროექტების ეფექტიან პოზიციონირებას ბაზარზე.
ამ პოზიციაზე დასაქმებული პირი პასუხისმგებელი იქნება როგორც მარკეტინგული სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაზე, ისე მომხმარებლების მოზიდვის, ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და კომუნიკაციების მართვაზე. იგი აქტიურად ითანამშრომლებს გაყიდვების გუნდთან, გარე სააგენტოებთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ბიზნესის ზრდისა და კომერციული მიზნების მისაღწევად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სტრატეგიული მარკეტინგი
- კომპანიისა და მიმდინარე პროექტის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- სამიზნე აუდიტორიების, მომხმარებელთა სეგმენტებისა და პროფილების განსაზღვრა;
- ახალი პროექტებისა და პროდუქტების ბაზარზე პოზიციონირების სტრატეგიის შექმნა;
- ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის ტენდენციების მუდმივი ანალიზი;
- მარკეტინგული აქტივობების ბიზნეს და გაყიდვების მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მომხმარებელთა მოზიდვა და გაყიდვების მხარდაჭერა
- პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და კვალიფიციური ლიდების გენერირების სტრატეგიის შემუშავება;
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების ხარისხისა და შედეგიანობის გასაზრდელად;
- CRM სისტემის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა და მონაცემთა ხარისხის კონტროლი.
ციფრული მარკეტინგი
- Google Ads, Meta Ads, YouTube და სხვა ციფრული არხების სტრატეგიული მართვა;
- კომპანიის ვებგვერდის განვითარებისა და SEO ოპტიმიზაციის ზედამხედველობა;
- ელფოსტის მარკეტინგისა და მარკეტინგული ავტომატიზაციის პროცესების მართვა;
- ციფრული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.
ბრენდინგი და კომუნიკაციები
- კომპანიის ბრენდის განვითარება, პოზიციონირება და მართვა;
- პროექტების უნიკალური ღირებულების შეთავაზების ფორმირება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- მედიასთან, პარტნიორებთან, ინფლუენსერებთან და სხვა საკვანძო მხარეებთან ურთიერთობების მართვა.
კონტენტისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა
- კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- სარეკლამო ტექსტების, პრეზენტაციების, ბროშურების, ვებგვერდისა და სოციალური მედიის შინაარსის მართვა;
- ფოტო-ვიდეო მასალების შექმნისა და წარმოების პროცესის კოორდინაცია;
- პროექტებისა და ბრენდის შესახებ დამაჯერებელი და ემოციური საკომუნიკაციო ნარატივის განვითარება.
ბიუჯეტირება და ანალიტიკა
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ეფექტიანი მართვა;
- მარკეტინგული აქტივობების შედეგიანობისა და ინვესტიციის უკუგების შეფასება;
- მარკეტინგული მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი და ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის.
პიროვნული უნარები:
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი - მკაფიო, დამაჯერებელი და პროფესიონალური საუბარი სხვადასხვა ტიპის კლიენტთან;
- აქტიური მოსმენა - კლიენტის რეალური საჭიროების სწორად გაგება და არა მხოლოდ პასუხის გაცემა;
- პრეზენტაბელურობა და იმიჯზე ზრუნვა - სუფთა, მოწესრიგებული, ბიზნეს-გარეგნობა და სერიოზული ქცევა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - დროული რეაგირება და ვალდებულებების შესრულება.
განათლება: უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით.
გამოცდილება:
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- მინიმუმ 2-3-წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
პიროვნული და პროფესიული უნარები:
- სტრატეგიული და ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება;
- ძლიერი კომერციული ხედვა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
- მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების ეფექტიანად მართვის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ინიციატივიანობა და კრეატიული მიდგომა.