მარკეტინგის ხელმძღვანელი — აზროვნების აკადემიის სკოლა

აზროვნების აკადემიის სკოლა — ლოგო
აზროვნების აკადემიის სკოლა

მარკეტინგის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისთვის.

მარკეტინგის ხელმძღვანელი

ადგილმდებარეობა: თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვეძებთ კომუნიკაბელურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს მარკეტინგის გუნდს და განავითარებს აკადემიის ყველა მიმართულებას.

ფუნქცია - მოვალეობები:

  • მარკეტინგული გუნდის მართვა.
  • მოკლევადიანი და გრძელვადი სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი.
  • ქვე-ბრენდების პოზიციონირების სტრატეგიული მართვა (საბავშვო ბაღი, საკვირაო სკოლა, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის ცენტრი "ინტეგრა", გამომცემლობა, სკოლა, ზრდასრულთა მიმართულება - სალონური საუბრები, ლექციები, კურსები).
  • კომპანიის ვებ-გვერდისა და ციფრული არხების ოპტიმიზაცია (Meta, Google, YouTube, TikTok, LinkedIn, Email Marketing, SEO).
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება - აუდიტორიის ანალიტიკა, კონვერსიების გაზომვა, ტენდენციების იდენტიფიცირება.
  • პარტნიორული და PR ურთიერთობების განვითარება (დონორები, მედია, კორპორატიული კლიენტები).
  • გაყიდვებისა და ლოიალობის მასტიმულირებელი, ინოვაციური კამპანიების დაგეგმვა და შედეგების შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი.
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან ბრენდის მართვის მიმართულებით.
  • გამოცდილება განათლების, კულტურის ან სოციალური პროექტების სექტორში ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის ფლობა (B2+/C1).
  • ციფრული არხების, ანალიტიკისა და შესრულების მენეჯმენტის ცოდნა (Google Ads, Meta Ads Manager, SEO, Google Analytics, HubSpot, WordPress CMS).
  • პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება (Trello ან სხვა სისტემებით).

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის 9.
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  • ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

რას გთავაზობთ?

  • კორპორატიული დაზღვევა.
  • კვებით უზრუნველყოფა ოფისში.
  • უფასო წვდომა სალონურ საუბრებსა და ონლაინ ბიბლიოთეკაზე (onlineacademia.ge).
  • 50%-იანი ფასდაკლება აზროვნების აკადემიის კურსებსა და გამომცემლობის წიგნებზე.
  • ჩვენს ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტაციის ცენტრ - "ინტეგრაში" 20%-იანი ფასდაკლება.

30.06.2026

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

თქვენი რეზიუმე შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.