მარკეტინგის ხელმძღვანელი
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის ხელმძღვანელს. თქვენი როლი იქნება კომპანიის ბრენდების ცნობადობის გაზრდა, საცალო მაღაზიების ქსელის მარკეტინგული მხარდაჭერა და B2B საბითუმო/სადისტრიბუციო და სპეცტექნიკის მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება.
სფერო: მსუბუქი და სატვირთო ავტონაწილების რეალიზაცია საცალო და საბითუმო ქსელში, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის (დამტვირთველების) და მათი სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო და საბითუმო/სადისტრიბუციო მიმართულებების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა.
- სპეციალიზებული ტექნიკის რეალიზაციისთვის მიზნობრივი კამპანიების შექმნა სამშენებლო, საწარმოო და ლოგისტიკურ სექტორზე.
- სადისტრიბუციო ქსელსა და საცალო მაღაზიებში პროდუქციის სწორად პოზიციონირება, აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა.
- სოციალური მედიის, საძიებო სისტემების კამპანიების მართვა როგორც ფართო მასებისთვის, ისე ვიწრო ბიზნეს-აუდიტორიისთვის.
- მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა, ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და დანახარჯების კონტროლი.
- კომპანიის იდენტობის, იმიჯისა და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა როგორც საცალო, ისე ბიზნეს სექტორში.
- მაღაზიებისა და შოურუმების გარე და შიდა რეკლამების, ბანერების, კატალოგების, ფლაერებისა და ბრენდირებული აქსესუარების დიზაინისა და ბეჭდვის პროცესის ორგანიზება.
- პარტნიორ სტამბებთან, დიზაინერებთან და სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხარისხის და ვადების კონტროლი.
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და გაყიდვების შედეგების მუდმივი ანალიზი; შედეგების წარდგენა ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში. (ავტოინდუსტრიაში, დისტრიბუციაში ან რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- როგორც ფართო მასებთან, ისე ბიზნეს-კლიენტებთან (კორპორაციულ სექტორთან) კომუნიკაციის გამოცდილება.
- ციფრული და გაყიდვების მონაცემების ანალიზის უნარი (Google Analytics, CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება).
- გუნდის მართვის, მოლაპარაკებებისა და პროექტების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან/და რუსული ენების კარგი ცოდნა (უცხოელ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაციისთვის).
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას მიღწეული შედეგების მიხედვით.
- სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში.
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი 2026
კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.