მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
კომპანია "NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებება) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც შეძლებს ეფექტურად დაუჭიროს მხარი მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას და აქტიურად ჩაერთოს გუნდის სამუშაო პროცესებში.
პოზიციის მიზანი:
ასისტენტის მთავარი როლია მარკეტინგის ხელმძღვანელის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და ოპერაციული მხარდაჭერა, ასევე დეპარტამენტის შიდა პროცესების ეფექტური კოორდინაცია
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოველდღიური მხარდაჭერა
- შეხვედრების, პრეზენტაციების და ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
- კალენდრის მართვა და სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია
- დოკუმენტაციის, ანგარიშების და პრეზენტაციების მომზადება
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მხარდაჭერა
- შიდა და გარე კომუნიკაციის უზრუნველყოფა (პარტნიორები, მომწოდებლები, სააგენტოები)
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
- ბაზრის კვლევასა და ინფორმაციის შეგროვებაში დახმარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება ან შესაბამისი მიმართულება)
- ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
- პასუხისმგებლიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა
- ქართული და ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც)
რას გთავაზობთ ჩვენ:
- დინამიკურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას
- სტაბილურ და მეგობრულ გუნდს