მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი- ბათუმი
მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ მიმართულებას, დაგეგმავს და განახორციელებს ეფექტურ კამპანიებს, უზრუნველყოფს ბრენდის ცნობადობის ზრდას და გაყიდვების მხარდაჭერას.
ლოკაცია: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
- მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და გუნდის ხელმძღვანელობა;
- ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება;
- სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
- ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერებაზე მუშაობა;
- გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების გენერირებისა და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით;
- კრეატიულ სააგენტოებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
- ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი ანალიზი;
- მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3-წლიანი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პრაქტიკული გამოცდილება;
- კონტრაქტორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და სხვადასხვა პარტნიორთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება;
- პროექტების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- Google Ads, Meta Ads, CRM სისტემებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ლიდერული, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
- ძLერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვების უზრუნველყოფას;
- კორპორატიულ ნომერს;
- პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.
შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!