მარკეტინგის და ოფისის მენეჯერი
შპს "გრინ კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
"გრინკლიმატი" კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს და მის შემდგომ მონტაჟს საქართველოში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
- სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
- ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლების ზარებისა და შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება (დამკვეთებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი);
- სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი.
- სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული კონტენტის დაგეგმვა;
- რეკლამების მართვა (Meta Ads);
- კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი;
- ანალიტიკის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით;
- სასურველია გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა, პოსტის ბანერების დამოუკიდებლად აწყობის მიზნით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N13
დასაქმების ტიპი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით