მარკეტინგის ასისტენტი
მენეჯმენტ კომპანია, რომელიც კოორდინაციას უწევს რამდენიმე ბრენდის საქმიანობას სამშენებლო და საინჟინრო სექტორში, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ასისტენტის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ და ორგანიზებულ სპეციალისტს, რომელიც რამდენიმე კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებს ერთიან კოორდინაციას გაუწევს.
პოზიცია: მარკეტინგის ასისტენტი
რას გთავაზობთ:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
- ლოკაცია: თბილისი, გაგარინის მოედანი
- ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
- დინამიკური სამუშაო გარემო რამდენიმე მზარდ ბრენდთან ერთად
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
- მხარდამჭერი გუნდი და საინტერესო პროექტებზე მუშაობა
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიის მიმართულებით მომუშავე გუნდის კოორდინაცია
- სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის მართვა
- კონტენტის შექმნის პროცესში გუნდის მხარდაჭერა (ტექსტი, ვიზუალი, ვიდეო)
- სხვადასხვა პარტნიორთან კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისა და განრიგის კოორდინაცია სამივე კომპანიისთვის
- მიმდინარე პროექტებისა და ვადების მონიტორინგი, შესრულების კონტროლი
- მარკეტინგული მასალებისა და ანგარიშგების ორგანიზებაში დახმარება
არ მოეთხოვება კონტენტის შექმნა, მხოლოდ პროცესის კოორდინაცია.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მარკეტინგულ სააგენტოში ან მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება
- მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა
- კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზატორული უნარები და რამდენიმე პროექტის პარალელურად მხარდაჭერის შესაძლებლობა
- პოზიტიური, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომა
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
უპირატესობად ჩაითვლება:
- B2B ან ტექნიკური/ინჟინრული პროდუქტების მარკეტინგის გამოცდილება
- რამდენიმე ბრენდთან ან პროექტთან ერთდროულად მუშაობის გამოცდილება
- გრაფიკული ხელსაწყოების (Canva) ცოდნა პრეზენტაციების შესაქმნელად
- AI ხელსაწყოების გამოყენების კარგი ცოდნა და გამოცდილება
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 6 ივლისი
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!