ლუდის ჩამომსხმელი, მზარეულის დამხმარე, მოლარე
ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია " ლუდი და კანჭი " აცხადებს ვაკანსიას 3 განსხვავებულ პოზიციაზე: ლუდის ჩამომსხმელი, მზარეულის დამხმარე და მოლარე . საერთო სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (სამუშაო დღეების გადანაწილება შეთანხმებით). ** დასვენება: კვირაში 2 დღე. ** ანაზღაურება: 1100 ლარიდან 1) ლუდის ჩამომსხმელი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის ჩამოსასხმელი ლუდის ასორტიმენტის გაცნობა და სწორი ჩამოსხმა. ** პროდუქციის მარაგების კონტროლი და ლუდის კასრების (კეგების) შეცვლა. ** ჩამომსხმელი აპარატების და სამუშაო ზონის სისუფთავის შენარჩუნება. 2) მზარეულის დამხმარე მოვალეობები: ** კერძების მომზადება გაზის გრილზე. ** ინგრედიენტების წინასწარი მომზადება. ** სამზარეულოში ჰიგიენური ნორმებისა და სისუფთავის მკაცრი დაცვა. 3) მოლარე მოვალეობები: ** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და შეკვეთების მიღება. ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება (სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა). ** დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი ანგარიშგება. ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები ყველა კანდიდატისთვის: ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური განწყობა. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (არარსებობის შემთხვევაში, ადგილზე შეგასწავლით).