ლოჯისტიკის მენეჯერი
CarMove - საერთაშორისო ავტომობილების გადაზიდვებზე ორიენტირებული კომპანია - ეძებს გამოცდილ ლოჯისტიკის მენეჯერს სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. პოზიციის მთავარი ამოცანაა ავტომობილების საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტირების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული საოპერაციო კონტროლი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სარკინიგზო მარშრუტების, ტარიფებისა და ოპტიმალური სატრანსპორტო სქემების შერჩევა;
- ვაგონების, პლატფორმებისა და სარკინიგზო კონტეინერების მოძიება და დაჯავშნის პროცესის კოორდინაცია;
- რკინიგზის ოპერატორებთან, ტერმინალებთან, ექსპედიტორებთან და აგენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- ჩინეთი — ცენტრალური აზია — კავკასიის მიმართულებებზე გადაზიდვების კოორდინაცია;
- დატვირთვის, გადაზიდვის, ტრანზიტისა და დანიშნულების ადგილზე ჩაბარების პროცესის მონიტორინგი;
- სარკინიგზო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;
- ტარიფების მოთხოვნა, შედარება, მოლაპარაკებების წარმოება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
- შეფერხებებისა და საოპერაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- პარტნიორებისა და სარკინიგზო ოპერატორების ქსელის განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
- სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
- საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების პროცესებისა და მარშრუტების ცოდნა;
- რკინიგზის ოპერატორებთან, ტერმინალებთან და/ან ვაგონების/კონტეინერების ოპერატორებთან მუშაობის გამოცდილება;
- გადაზიდვის ტარიფების გაანგარიშებისა და კომერციული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- რუსული ენის კარგი სამუშაო ცოდნა — აუცილებელია;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
დამატებითი უპირატესობა:
- ავტომობილების გადაზიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- ჩინეთისა და ცენტრალური აზიის სარკინიგზო დერეფნებზე მუშაობის გამოცდილება;
- მულტიმოდალური და კონტეინერული გადაზიდვების გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დინამიკურ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.