ლოჯისტიკის მენეჯერი
CarMove — საერთაშორისო ავტოლოგისტიკის მიმართულებით განვითარებადი კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია გადაზიდვის სრული პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზება.
უშუალოდ ავტომობილების/ავტომზიდებით გადაზიდვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად, თუმცა არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო სახმელეთო და ავტოგადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კონკრეტული გადაზიდვისთვის შესაბამისი მძღოლისა და გადამზიდავი კომპანიის მოძიება;
- მძღოლებთან და გადამზიდავებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- სატრანსპორტო ტარიფებზე მოლაპარაკება და ოპტიმალური პირობების შეთანხმება;
- ჩატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვის სრული პროცესის კონტროლი;
- ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა;
- ტრანსპორტის მოძრაობისა და მიწოდების ვადების ყოველდღიური მონიტორინგი;
- გზაში, ტრანზიტისას ან საზღვარზე წარმოქმნილი შეფერხებებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტა;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
- ახალი მძღოლებისა და გადამზიდავი კომპანიების მოძიება და პარტნიორული ქსელის მუდმივი განვითარება;
- გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის კომპანიის სისტემაში დროულად და სრულყოფილად ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
- საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;
- მძღოლებთან და გადამზიდავ კომპანიებთან მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
- საერთაშორისო სახმელეთო მარშრუტებისა და გადაზიდვის პროცესების ცოდნა;
- რუსული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რამდენიმე გადაზიდვის ერთდროულად დაგეგმვისა და მართვის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ავტომობილების/ავტომზიდებით საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზების გამოცდილება;
- მოქმედი მძღოლებისა და გადამზიდავი კომპანიების საკუთარი საკონტაქტო ბაზა;
- საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ცენტრალური აზიის სხვა მიმართულებებზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- სტრესულ და პრობლემურ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
- საერთაშორისო ავტოლოგისტიკის მზარდ მიმართულებაში მუშაობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას;
- პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი.