ლოჯისტიკის/კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "Arkas Logistics"-ის საქართველოს ოფისი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის/კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "Arkas Logistics", რომელიც 1989 წლიდან საქმიანობს აღნიშნულ სფეროში, ეძებს კვალიფიციურ და მოტივირებულ კანდიდატს საქართველოს ოფისის გუნდის გასაძლიერებლად. თუ მზად ხართ, შემოუერთდეთ წარმატებულ საერთაშორისო გუნდს, სადაც გექნებათ პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ ეს თქვენი შანსია!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდებზე:
Arkas Logistics - https://www.arkaslojistik.com.tr/en-US
Arkas Holding - https://www.arkas.com.tr/en/
სამუშაოს პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00).
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
- გარემო: მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული შეკითხვების დამუშავება, ფასების კალკულაცია და კონკურენტული შეთავაზებების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმოება, შეკვეთების გაფორმება;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
- ოპერაციების ორგანიზება, დაგეგმვა, ოპერატიულად შესრულება და კონტროლი;
- გადაზიდვების მონიტორინგი და კლიენტებისთვის ტვირთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- კლიენტებთან და პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
- პრობლემურ სიტუაციებში ოპერატიული ჩართულობა და ადეკვატური რეაგირება;
- ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და დასახული გეგმების შესრულება;
- რეპორტინგი;
- ყოველდღიური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საექსპედიტორო/ფორვარდერ კომპანიაში იდენტურ პოზიციაზე.
- სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გადაზიდვების ოპერაციების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა სიტუაციაში ადაპტაციის უნარი;