ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
ინდუსტრია: ავტოინდუსტრია
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 16:00-01:00 სთ
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა, სამუშაოს დელეგირება/კონტროლი და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
- დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და სუპერვიზია, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება
- დეპარტამენტის ეფექტურობის გაზრდისა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების და გეგმების შემუშავება
- კომპანიაში ლოჯისტიკური და საოპერაციო მიმართულებით პროცედურებისა და სტანდარტების შემუშავება/დანერგვა
- ლოჯისტიკური და საოპერაციო პროცესების უწყვეტად და გამართულად წარმართვა, მუდმივი განვითარებისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა
- სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა
- საზღვაო გადაზიდვების სწორი ორგანიზება და პროცესის ზედმიწევნით შესრულების მუდმივი მონიტორინგი
- გადაზიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოების პროცესის მართვა და მონიტორინგი
- ტრანსპორტირების მარშრუტების, ვადებისა და შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტინგი
- პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის მონიტორინგი, საწყობებთან კოორდინირებული და შეუფერხებელი თანამშრომლობის უზრუნველყოფა
- კონტრაქტორებთან თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
- ლოჯისტიკური და საოპერაციო პროცესების პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან
- პრობლემური საკითხებისა და ინციდენტების განხილვა და დროული რეაგირება
- დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება
- სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და კომპანიაში დანერგვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი მენეჯერული გამოცდილება ლოჯისტიკის ან/და საოპერაციო მიმართულებით
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel)
- საოპერაციო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური დონე B2/C1)
საჭირო უნარები:
- გუნდურად მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი
- დაქვემდებარებულების მართვისა და სწავლების უნარი
- სტრატეგიული დაგეგმვის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.