ლიდების გენერაციის სპეციალისტი
F1 - კომპიუტერული სერვისი აცხადებს ვაკანსიას ლიდების გენერაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია 2008 წლიდან სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მხარდაჭერას.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოძიება და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებით მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები:
- IT სერვისებით პოტენციურად დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციის მოძიება/იდენტიფიცირება;
- სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის წარმოება, პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისების შესახებ;
- LinkedIn-ისა და სხვა ციფრული არხების ეფექტურად გამოყენება ახალი კონტაქტების დასამყარებლად;
- მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და CRM სისტემაში აღრიცხვა/განახლება;
- მიმდინარე სამუშაოებისა და კომუნიკაციების ორგანიზებულად მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ლიდების გენერაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა აუცილებელი არ არის);
- თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების (LinkedIn, CRM და ა.შ.) კარგად გამოყენებისა და ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
- IT სფეროს ღრმა ტექნიკური ცოდნა საჭირო არ არის.
პიროვნული და პროფესიული თვისებები:
- თავისუფალი, ბუნებრივი და ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის, საკუთარი სამუშაო დღის ორგანიზებისა და პრიორიტეტების სწორად დასმის უნარი;
- ინიციატივიანობა, გონებამახვილობა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: სტაბილური ფიქსირებული ხელფასი + დამატებით შედეგზე დაფუძნებული ბონუსი;
- პროფესიული ზრდა: ტექნოლოგიურ და ბიზნეს გარემოში მუშაობის გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა;
- თანამედროვე, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო