ლაზერული თერაპევტი
"ელლე - ესთეტიკური კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ლაზერული თერაპევტის პოზიციაზე.
ელლე ესთეტიკური კლინიკა ეძებს გამოცდილ ლაზერულ თერაპევტს, რომელსაც აქვს Candela Alexandrite Laser-ის აპარატთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- Candela Alexandrite Laser-ის აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
- ლაზერული ეპილაციის პროცედურების დამოუკიდებლად ჩატარების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- პროფესიული ეთიკისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
- პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
მისამართი: თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. №1