ქსელის მართვის და მონიტორინგის ჯგუფის ქსელის ინჟინერი
"მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის და მონიტორინგის ჯგუფის ქსელის ინჟინრის თანამდებობაზე.
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:
- ქსელის სხვადასხვა კომპონენტების პროაქტიური მონიტორინგი და სტატისტიკის წარმოება;
- პრობლემის დიაგნოსტირება და შესაძლებლობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა ან ესკალირება;
- ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და ინსტალაცია.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულო);
- ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN);
- ქსელური ტექნოლოგიების Swiching-ის, Routing-ის, MPLS-ის ცოდნა;
- Cisco CCNP ან ანალოგიური სერტიფიკაციის დონის შესაბამისი ცოდნა (სასურველია ROUTE და SWITCH-ის ჩაბარებული ტესტები);
- IOS XR, NX-OS, JUNOS ქსელურ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელური აპარატურის მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
- რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
- რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.