ქსელის განვითარების მენეჯერი
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე! შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს: https://www.facebook.com/tortibela https://www.instagram.com/patisserie_bela/ https://www.tiktok.com/@belastorti სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე) ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ** უფასო კვებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. მოვალეობები: ** ქსელის გაფართოება და სტრატეგიული დაგეგმვა; ** ახალი ლოკაციების იდენტიფიცირება, შეფასება და შეთავაზება მენეჯმენტისთვის; ** ახალი ფილიალების გახსნის პროცესის მართვა; ** საოპერაციო ეფექტურობის განსაზღვრა, მარაგების ოპტიმალური გადანაწილება და ლოჯისტიკური პროცესების კონტროლი; ** ფილიალებში მომსახურების, ვიზუალისა და ჰიგიენის სტანდარტების მონიტორინგი; ** გაყიდვების ანალიზი ფილიალების ჭრილში და შესაბამისი ეფექტური გეგმების შემუშავება; ** გუნდის მართვა-განვითარება, რეგიონული/ფილიალის მენეჯერებისთვის KPI-ების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი; ** ლოკალური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ეფექტური გაყიდვების სტიმულირება; ** მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და სერვისის გაუმჯობესების ინიციირება; ** კონკურენტული უპირატესობების განვითარება, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ან მარკეტინგის სფეროში. ** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საცალო ქსელის მართვის, ან განვითარების მიმართულებით; ** სასურველია კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** მოლაპარაკებების წარმოება; ** გუნდის მართვა; ** სტრატეგიული დაგეგმვა; ** პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა.