კორპორატიული მომხმარებლების ქსელის მართვის ინჟინერი
შპს "მაგთიკომის" კორპორატიული მომხმარებლების ჩართვებისა და მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული მომხმარებლების ქსელის მართვის ინჟინრის თანამდებობაზე.
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:
- კორპორატიული ჩართვის მომზადება და შემდგომი მომსახურება ყველა ტიპის სერვისი მიხედვით (FTTP/H/B, IPTV, VoIP, Radio, 4G);
- კორპორატიული ქსელური მოწყობილობების კონფიგურირება (ოპტიკური და რადიო ქსელისთვის);
- კორპორატიული ქსელის აპარატურის მონიტორინგი;
- კორპორატიული აპარატურის და კლიენტის პრობლემის დიაგნოსტირება და მითი აღმოფხვრა ან ესკალირება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; ტექნიკური რუსული და ინგლისური ენის ცოდნა კლიენტთან თავისუფალი კომინიკაციის დონეზე წერა/მეტყველება;
- ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN);
- ქსელური ტექნოლოგიების Swiching-ის, Routing-ის, MPLS-ის ცოდნა;
- Cisco, Juniper, MikroTik, 4G აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელური აპარატურის მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
- რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
- შემოსული ტექნიკური დავალებების შესრულება;
- სასურველია ამ სფეროში მსგავს პოზიციაზე ან საპორტის და ინსტალატორის მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
- რამოდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- თვითგანვითარების უნარი;