კოორდინატორი- ქუთაისი — გრანდ ელექტრონიქსი

გრანდ ელექტრონიქსი — ლოგო
გრანდ ელექტრონიქსი

კოორდინატორი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის N2 (ურბან მოლი);

გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიისა და საწყობის ნაშთების აღწერა და კონტროლი;
  • ფას-მაჩვენებლების კონტროლი და კოდის დატანა;
  • მაღაზიაში ტექნიკის განთავსების, განლაგების, ფას-მაჩვენებლების, კოდების, ინვენტარის, დანადგარებისა და სხვა ტექნიკური მხარის კონტროლი;
  • საწყობში პროდუქციის სათანადოდ განლაგება და საწყობის ყოველდღიური კონტროლი;
  • ფილიალში არსებული სალაროს ოპერაციების წარმოება;
  • მაღაზიიდან გასული ნივთების ვიზუალური შემოწმება და დროულად შეფუთვის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში მოსული პროდუქციის მიღება/აღწერა ზედნადების მიხედვით და საჭიროებისამებრ პროგრამული დადასტურება;
  • მაღაზიის სრული ტექნიკური ნაწილის კონტროლი, მენეჯერთან კოორდინაციით;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია ნივთის მიწოდების, მისამართის დაზუსტების და ნებისმიერი პრობლემური საკითხის შესახებ;
  • მისამართების გააქტიურება RS-ზე;
  • ნივთის ან/და მისამართის ცვლილების ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ან სხვა ენის ცოდნა;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.