კონტენტ მენეჯერი — სარეკლამო სააგენტო სთეფი

სარეკლამო სააგენტო სთეფი

კონტენტ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვეძებთ სტრატეგიულად მოაზროვნე კონტენტ მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ბრენდების კონტენტ-სტრატეგიების შემუშავებას, ქოფირაითინგსა და შემოქმედებითი პროცესების მართვას.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო (ადგილზე, არ არის დისტანციური)

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

  • პარტნიორი კომპანიებისთვის კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება და კალენდრის დაგეგმვა;
  • მაღალხარისხიანი, კრეატიული ქოფების (ტექსტების) დაწერა გაწერილი დედლაინების დაცვით;
  • ვიდეოგრაფებთან და დიზაინერებთან ერთად ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
  • სოციალური მედიის ფორმატების (Reels, TikTok, Shorts) ალგორითმების ანალიზი და კონტენტის ადაპტირება;
  • კრეატიული სთორიტელინგი და ვიდეო/ფოტო სცენარების დამოუკიდებლად მომზადება;
  • ბრენდის ტონალობის (Brand Voice) და სამიზნე აუდიტორიის ზუსტი გათავისება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქოფირაითინგისა და კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია სააგენტოში);
  • გამართული წერისა და რედაქტირების ძლიერი უნარები (ქართულ ენაზე);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
  • ციფრულ მარკეტინგში განვითარებისა და სწავლის სურვილი;
  • დროის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.